Thursday, September 11, 2008

ერთად...


* * *
გულზე დაბნეულ პაწაწა სითბოს,
თვალებით მიხსნი ,ვით ლამაზ ღილებს...
გული კი გნატრობს და შველას ითხოვს,
ვერ გხედავს,გეძებს და ვეღარ მიძლებს...

მითხარი,როდის დაგწყვიტა გული,
ჩემი თვალების წვიმების დელგმამ?
აქ მაინც მყავდე, რომ თვალებს რული,
მომგვაროს შენი ღიმილის სევდამ!

უნდა მოგძებნო!_(იქნება რთული)
გაგიკერპდე,რომ გამხადო ღმერთად,
მოდი და ნატვრებს ნუ ამისრულებ,
უბრალოდ ვიყოთ, მე და შენ ერთად!


Thursday, September 4, 2008

ფერნი…


ცხადია,_

ფერნი მღერიან,სუნთქავენ ფერნი
და მეტყველებენ ისინი ნატიფად...


"ზღვა ბობოქრობს,ტალღები ტალღებზედ სხდებიან,
ფაფარსა სცემენ,ძირს კიდევ დედამიწა სკდება..."

ფერთა გამმაში ნებივრობს სამყარო...
-ვნებივრობ მეც...

და ჩემშია მთელი მზის სისტემა...
ვითარცა სიმბოლო მარად სიცოცხლისა.