Thursday, September 11, 2008

ერთად...


* * *
გულზე დაბნეულ პაწაწა სითბოს,
თვალებით მიხსნი ,ვით ლამაზ ღილებს...
გული კი გნატრობს და შველას ითხოვს,
ვერ გხედავს,გეძებს და ვეღარ მიძლებს...

მითხარი,როდის დაგწყვიტა გული,
ჩემი თვალების წვიმების დელგმამ?
აქ მაინც მყავდე, რომ თვალებს რული,
მომგვაროს შენი ღიმილის სევდამ!

უნდა მოგძებნო!_(იქნება რთული)
გაგიკერპდე,რომ გამხადო ღმერთად,
მოდი და ნატვრებს ნუ ამისრულებ,
უბრალოდ ვიყოთ, მე და შენ ერთად!


Thursday, September 4, 2008

ფერნი…


ცხადია,_

ფერნი მღერიან,სუნთქავენ ფერნი
და მეტყველებენ ისინი ნატიფად...


"ზღვა ბობოქრობს,ტალღები ტალღებზედ სხდებიან,
ფაფარსა სცემენ,ძირს კიდევ დედამიწა სკდება..."

ფერთა გამმაში ნებივრობს სამყარო...
-ვნებივრობ მეც...

და ჩემშია მთელი მზის სისტემა...
ვითარცა სიმბოლო მარად სიცოცხლისა.


Friday, August 29, 2008

ნეტავ, მამწყვიტა მიწასა...

* * *
ნეტავ, მამწყვიტა მიწასა,

შენს მხარეს დამაპნიაო...
ვნახავდი შენსა სოფელსა,
ეზოით, ალაგითაო...

ფრთხიალსა ჩიტებისასა,
გალობას ჩინებულსაო…
ფუსფუსსა დედაშენისას,
ლოცვასა მისებურსაო...

თვალს შევავლებდი მამისახლს
- ვაჰ, როგორ ნაჯაფარსაო...
დახავსებულსა ლოდებსა,
ვაითუ გარჯა აკლავსო.

წყაროს ხმაური მასმინა,
ალაგის - ედემისაო…
დილის ნიავი დაჰბერავს,
თავს ლაღად მევლებისაო…

ჩამაყრის თოვლსა, ზამთარიც
ბილიკებს აიღავსაო…
არ მამკლავს, ვიცი, ოცნება -
გულს ჯავრი წაიღავსაო…

Wednesday, July 9, 2008

მეტიჩარა...

* * *

მივუყვები გზას,
უნაპირო ზღვას,
ჩიტუნების ვალსს
ცისკენ მიმავალს...
იცინიან გგავს,
-მეტიჩარა ხარ!
რა იქნება ხვალ?!
-ცისარტყელა ჩანს...
თითქოს პატარა,
ანგელოზი ხარ!
ფრთები აღარ მაქვს,
მაინც წავალ ცას...
მე
უფალთან
ვარ!
მეტიჩარა ხარ!!!

Sunday, July 6, 2008

Nino Jalali

გვირილის სადარო?!_თქვენ კი,გული ხართ ცარიალაო!!!
***
"ეეეჰ, ჯალალო, ჯალალო,
გულ როგორ მართლა ალალო...
ამაღამ უნდა მადარდო,
ჯალალ - გვირილის სადარო..."
/ბობო/


* * *
მაშ,თუ გვირილას მადარე,
მოსული ფრიალოზედა,
მოკლეა,ჩემი სიცოცხლე,
ქარი მგლეჯს ადრე დროზედა.
ამ ყვითელგულა კაბასაც,
სულ ღერა-ღერა დამაცლის,
სიყვარულისთვის გამწირავს.
ზედა მიწასაც მამაყრის.
მოკლეა,ბობო, სიცოცხლე,
ნისლებიც გულზე ვლიანო.თუ,
არცა ჩემმა ცრემლებმა,
შენს გულზე წამლად იარონ,
მაშ,რითვინ ვიყო,_ყოილი,
თუ,შენ კვლავ სხვათა გქვიანო?!