გვირილის სადარო?!_თქვენ კი,გული ხართ ცარიალაო!!!
***
"ეეეჰ, ჯალალო, ჯალალო,
გულ როგორ მართლა ალალო...
ამაღამ უნდა მადარდო,
ჯალალ - გვირილის სადარო..."
/ბობო/
* * *
მაშ,თუ გვირილას მადარე,
მოსული ფრიალოზედა,
მოკლეა,ჩემი სიცოცხლე,
ქარი მგლეჯს ადრე დროზედა.
ამ ყვითელგულა კაბასაც,
სულ ღერა-ღერა დამაცლის,
სიყვარულისთვის გამწირავს.
ზედა მიწასაც მამაყრის.
მოკლეა,ბობო, სიცოცხლე,
ნისლებიც გულზე ვლიანო.თუ,
არცა ჩემმა ცრემლებმა,
შენს გულზე წამლად იარონ,
მაშ,რითვინ ვიყო,_ყოილი,
თუ,შენ კვლავ სხვათა გქვიანო?!
Sunday, July 6, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 comments:
***
მოკლეა,ბობო, სიცოცხლე,
ნისლებიც გულზე ვლიანო.
თუ არცა ჩემმა ცრემლებმა,
შენს გულზე წამლად იარონ,
მაშ, რითვინ ვიყო ყოილი,
თუ შენ კვლავ სხვათა გქვიანო?!
ჯალალი
***
სხვათა რაად მქვიან, ჯალალო,
უკვე მასულხარ აქაცა.
სხვა რაღა უნდა მახარო,
ღიმილით მაუხდენ ქარაფსა.
გახარებული ბობორიკ
დაეწაფება წარაფსა.
დავემშვიდობე მოლოდინს,
აქ მყავხარ წამის წამადა...
ბობორიკა :)
vai,ra gamaxare boboooooooo!
"ღიმილით მაუხდენ ქარაფსა" კი არა, ეგრე უნდა - "ღიმილს მაუხდენ ქარაფსა".
ნიინ, რა უნდა გკითხო იცი? მე რომ ვდებ ლექსებს, არ ჩანს ჩემი ჟურნალი რომ განახლდა და როგორ გავასწორო, არ იცი? :)
მიყვარხარ!
Post a Comment