Wednesday, July 9, 2008

მეტიჩარა...

* * *

მივუყვები გზას,
უნაპირო ზღვას,
ჩიტუნების ვალსს
ცისკენ მიმავალს...
იცინიან გგავს,
-მეტიჩარა ხარ!
რა იქნება ხვალ?!
-ცისარტყელა ჩანს...
თითქოს პატარა,
ანგელოზი ხარ!
ფრთები აღარ მაქვს,
მაინც წავალ ცას...
მე
უფალთან
ვარ!
მეტიჩარა ხარ!!!

2 comments:

Mimos said...

***
ეეეს მეტიჩარა ჯალალი
ხან არი, ხანაც არ არი.
ცად დაფრენს, იცის წამალი,
თან არ წაიყვანს არავის.

ცქნაფა said...

ჩემი მეტიჩარა :-*