Friday, August 29, 2008

ნეტავ, მამწყვიტა მიწასა...

* * *
ნეტავ, მამწყვიტა მიწასა,

შენს მხარეს დამაპნიაო...
ვნახავდი შენსა სოფელსა,
ეზოით, ალაგითაო...

ფრთხიალსა ჩიტებისასა,
გალობას ჩინებულსაო…
ფუსფუსსა დედაშენისას,
ლოცვასა მისებურსაო...

თვალს შევავლებდი მამისახლს
- ვაჰ, როგორ ნაჯაფარსაო...
დახავსებულსა ლოდებსა,
ვაითუ გარჯა აკლავსო.

წყაროს ხმაური მასმინა,
ალაგის - ედემისაო…
დილის ნიავი დაჰბერავს,
თავს ლაღად მევლებისაო…

ჩამაყრის თოვლსა, ზამთარიც
ბილიკებს აიღავსაო…
არ მამკლავს, ვიცი, ოცნება -
გულს ჯავრი წაიღავსაო…

1 comment:

Mimos said...

ჯალალის ლექსზედ - "ნეტავ, მამწყვიტა მიწასა..." - ნათქომი

ჯალალო, ჯავრსა ჯავრი აქვს
შენის ალალის გულისა.
ჰკეტავდე ჯავრის სადინარს,
იმედ მაგივალს უფლიდან.